ბიურომ პროექტები კომისიებში გადაანაწილა
დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა.
ბიუროს წევრებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული პროექტების კომისიებში გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
პროექტებს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა და სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიები განიხილავენ.
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიების სხდომა 18 სექტემებერსაა დაგეგმილი, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა 19 სექტემბერს ჩატარდება.