ბელა ხოტენაშვილის და ლელა ჯავახიშვილის სახელობის ქალთა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი დასრულდა

27 სექტემბერი, 2019

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ბელა ხოტენაშვილის და ლელა ჯავახიშვილის სახელობის ქალთა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი დასრულდა.

ყოველწლიურ ტურნირში, რომელიც უკვე მეხუთედ ჩატარდა, ათი დიდოსტატი, მათ შორის სამი მსოფლიო ჩემპიონი მონაწილეობდა.

მესამე ადგილის მფლობელი ლელა ჯავახიშვილი გახდა, მეორე ადგილზე ნანა ძაგნიძე გავიდა, პირველი ადგილი კი მერი არაბიძემ დაიკავა.

მოჭადრაკეები თელავის მუნიციპალიტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, თელავის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო ფედერაციის ხელმძღვანელმა - არჩილ თხლაშიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ - ირაკლი შიოშვილმა და საზოგადოების სხვა წევრებმა დააჯილდოვეს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენდა.

გააზიარე