თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში:
► მოეწყობა სანიაღვრე არხი;
► 793მ. სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი.
გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 351 000 ლარი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შ.პ.ს. "სერპანტინი" ახორციელებს.