აკურაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ძველი, დაზიანებლი გრუნტის საფარის ნაცვლად მოეწყობა 880 მეტრის სიგრძის ასფალტობეტონის ორფენიანი გზა.
გზის რეაბილიტაციაზე 484 484 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა "ენკა" ახორციელებს.