შალაურში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

11 ოქტომბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

დაზიანებული გრუნტის საფარის ნაცვლად, 1405 მეტრის სიგრძეზე, მოეწყო ასფალტობეტონის ორფენინი გზა და სანიაღვრე არხები.

გზის რეაბილიტაციაზე 515 515 ლარი დაიხარჯა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - ამხანაგობა "ენკამ" განახორციელა.

გააზიარე