საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა

15 ოქტომბერი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩააარა, სადაც მერიის მიერ ინიცირებული პროექტები კომისიებში გადაანაწილეს. პროექტებს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიები განიხილავენ.

სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა 18 ოქტომბერს, 14 საათზე, ჩატარდება, ხოლო ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა კი 18 ოქტომბერს, 11 საათზე ჩაინიშნა.

გააზიარე