პროექტის - "ახალგაზრდა მეწარმეები საზოგადოების განვითარებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა
ახალგაზრდული ალიანსის ,,აისი,, ორგანიზებით, პროექტის ,,ახალგაზრდა მეწარმეები საზოგადოების განვითარებისათვის,, ფარგლებში გაიმართა ორმხრივი პანელური შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის და პროექტში ჩართული 100-მდე სკოლის მოსწავლის მონაწილეობით.
შეხვედრაზე განიხილეს კახეთის რეგიონის პოტენციალი და შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, როგორც განვითარების, ასევე სტარტაპ ბიზნესის წამოწყების კუთხით.