ბიურომ საკრებულოს 29 ოქტომბრის დღის წესრიგი დაამტკიცა
დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა. ბიუროს წევრებმა მერიის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, დეპუტატები 9 საკითხს განიხილავენ. წარმომადგენლობითი ორგანოს შემდეგი სხდომა 29 ოქტომბერს ჩაინიშნა, რომელიც 12 საათზე გაიმართება.