ვარდისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას წლიურ ანგარიშს ჩააბარებს

27 ოქტომბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობისთვის წლიური ანგარიშის წარდგენას იწყებენ. 27 ოქტომბერს სოფელ ვარდისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით გოგოშვილი ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს და 2019 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშს ჩააბარებს.

შეხვედრა 15 საათზე ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება. 

 

გააზიარე