სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ" ოფიციალურად გაიხსნა
თელავში სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ" ოფიციალურად გაიხსნა.
ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილი, თელავი-ახმეტისა და თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატები, გელა სამხარაული და ირაკლი სესიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბრენდი Holiday Inn მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელს "Intercontinental Hotel Group" -ს ეკუთვნის და თელავში, საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, კერძოდ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა.
სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ახალი სამუშაო ადგილი 50 ადამიანისთვის შეიქმნა.