თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 9 ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი თავბერიძის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მიწის ნაკვეთების გაყიდვით ადგილობრივ ბიუჯეტში 60 000 ლარზე მეტი შემოვა.
საკრებულოს განკარგულებით, დამტკიცდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ახალი დებულება, მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხაში კი ცვლილება შევიდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, ასევე ცვლილება შევიდა საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის N32 დადგენილებაშიც, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცებას ითვალისწინებს.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარე დავით ღაღანიძე იქნება, შევლენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები არჩილ თხლაშიძე, გიორგი ჩაბრაშვილი, ზურაბ ლილუაშვილი, არჩილ თვალიაშვილი, იოსებ პარწიკანაშვილი, გოჩა წაწალაშვილი და ალექსი ძულიაშვილი.
გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა და სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიების შემადგენლობაში ცვლილება შევიდა და აღნიშნული კომისიების წევრი დეპუტატი ირაკლი სულხანიშვილი გახდა.