ვაჟა-ფშაველას ქუჩის და სოფელ თეთრწყლების გზის მოასფალტება დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში, ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მოასფალტდა 793 მეტრის სიგრძის გზა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 351 000 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,სერპანტინი,, განახორციელა.
ასევე დასრულდა ქალაქ თელავში ვაჟა-ფშაველას ქუჩის ნაწილის მოასფალტება.
პროექტი სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მასზე 37 000 ლარამდე დაიხარჯა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ -"თელავის საგზაო სამმართველომ" განახორციელა.