თელავში ფესტივალი "ჭაჭა" ჩატარდა
თელავში ფესტივალი "ჭაჭა" ჩატარდა, რომლის ფარგლლებშიც კახეთის რვავე მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. თემატურად გაფორმებულ პავილიონებში წარმოდგენილი იყო თითოეული მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კულტურული და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სიმბოლური „ზაოდობა“, ჭაჭის გამოხდის პარალელურად კი კახური კერძები მომზადდა.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ჩურჩხლის ამოვლების, ხინკლის მოხვევის, მწვადის შეწვის პროცესი და დაეგემოვნებინათ ქართული ჭაჭა.
ფესტივალის ფარგლებში კონკურსი გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: "საუკეთესო გლეხური ჭაჭა - 2019" და "საუკეთესო ქარხნული ჭაჭა - 2019", რომლებიც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, კონკურსზე გამოვლენილი საუკეთესო გლეხური ჭაჭა ექსპორტზე აშშ-ში გავა.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა, რომლებმაც ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერები და კაფიები შეასრულეს.
ჭაჭის ფესტივალი მაკა ზამბახიძისა და ჯგუფ "NON STOP"-ის კონცერტით დასრულდა.