თელავს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესტუმრნენ
ერეკლეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტს დამეგობრებული ქალაქების: ბიბერახის (გერმანია), გლუბოკოეს, კლეცკის (ბელარუსი), ბალტის (უკრაინა), ჟეშუვის (პოლონეთი), ვილიანდის (ესტონეთი), დაუგავპილსის (ლატვია), კედაინიაის (ლიეტუვა) და ზიელონა გორას (პოლონეთის) დელეგაციები ესტუმრნენ.
თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე - დავით ბეგიაშვილი, მერის მოადგილე - ლევან შალამბერიძე და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და "ერეკლეობა -2019"-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, რის შემდეგაც მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.