პარკირების ადგილების განმსაზღვრელმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა ჩაატარა
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილების განმსაზღვრელმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა ჩაატარა. სხდომაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის სავარაუდო ადგილების განსაზღვრაზე იმსჯელეს და სამუშაო ჯგუფში სპეციალისტების მოწვევის შესახებ ისაუბრეს.
სამუშაო ჯგუფის მომდევნო სხდომა სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილების განმსაზღვრელი დროებითი სამუშაო ჯგუფი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებით შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფის მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილების შერჩევა და განსაზღვრა.