სოფლის მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება

16 ნოემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კონდოლში, ნაფარეულში, ლაფანყურში, სანიორეში, ართანასა და ჯუღაანში მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრებზე უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და ის სახელმწიფო პროგრამები განიხილეს, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სხვადასხა დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს და მათი ინიციატივები მოისმინეს.

   

   

გააზიარე