USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის მერს - შოთა ნარეკლიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს - გიგა ორკოდაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და მართვის პროცესში მოსახლეობის როლის გაზრდა იყო.
მხარეებმა თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.