ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა

22 ნოემბერი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა ჩატარდა. ფრაქციის წევრებმა მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 24 548 100 ლარია გათვალისწინებული. ფრაქციამ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე ჩამოაყალიბა.

დეპუტატებს მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის პრიორიტეტებსა და მომავალ წელს დასაფინანსებელი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახლაგზარდულ საქმეთა,  საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვისა სამსახურების უფროსებმა მიაწოდეს.

საკრებულო ფრაქციებისა და კომისიების ერთობლივ რეკომენდაციებს მერიას 25 ნოემბრამდე წარუდგენს.  

 

    

გააზიარე