აკურაში ეკლესიისკენ მიმავალი გზა მოეწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 1083 მეტრის სიგრძეზე მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები.
პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 484 484 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები ამხანაგობა "ენკამ" შეასრულა.