ქალაქ თელავის ტერიტორიაზე პარკირების სავარაუდო ადგილები განისაზღვრა

2 დეკემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილების განმსაზღვრელმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი სხდომა ჩაატარა. სხდომაზე ქალაქ თელავის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის სავარაუდო ადგილები განსაზღვრეს.

სამუშაო ჯგუფის მომდევნო სხდომა სავარაუდოდ 6 დეკემბერს გაიმართება. საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძემ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი 6 დეკემბერს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის სავარაუდო ადგილებს მოინახულებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილების განმსაზღვრელი დროებითი სამუშაო ჯგუფი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებით შეიქმნა.  

სამუშაო ჯგუფის მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილების შერჩევა და განსაზღვრა.  

 

გააზიარე