საკრებულოში ბიუროს სხდომა ჩატარდა

16 დეკემბერი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა.

ბიუროს წევრებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული პროექტების კომისიებში გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.    

ნორმატიული აქტების პროექტებს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა, სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა, სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიები განიხილავენ. 

კომისიების სხდომები 19 დეკმბერს ჩაინიშნა. ბიუროს სხდომა კი 20 დეკემბერს გაიმართება, სადაც საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებენ. 

   
 

გააზიარე