ფერმერ ქალთა ასოციაციამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

29 იანვარი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით "ფერმერ ქალთა ასოციაციამ" საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამით ( UNDP) დაფინანსებული პროექტის - ,,გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში გაიმართა.

ასოციაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებასთან საოჯახო მეურნეობების, ფერმერული მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ფერმერი ქალებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრეს.

პროექტი საქართველოს სამ რეგიონს - კახეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს და აჭარას მოიცავს.

 

 

გააზიარე