კონდოლში, შალაურსა და კურდღელაურში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების - კონდოლის, შალაურისა და კურდღელაურის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:
კონდოლი
► სოფელში არსებული სკვერის დამამთავრებელი სამუშაოების ჩატარება;
► სოფელში არსებულ ჭაბურღილებთან მდებარე სასმელი წყლის რეზევუარების გაწმენდა;
► სოფლის ცენტრალურ და საუბნო გზებზე გარე განათების ქსელის მოწყობა.
შალაური
♦ სოფელში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღში ოთახების რეაბუილიტაცია და კომუნიკაციების მოწყობა,;
♦ სოფლის კლუბის შენობაში სპორტდარბაზის მოწყობა;
♦ შიდა საუბნო გზებზე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.
კურდღელაური
♦ სოფლის შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა