სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების - ყარაჯალის, რუისპირის, ახატელის და იყალთოს მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:
ყარაჯალა
⇒ სოფლის შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.
რუისპირი
⇒ სოფელში არსებული საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა;
⇒ სანიაღვრე არხების მოწყობა.
ახატელი
⇒ სოფლის ბიბლიოთეკის შენობის სახურავის რეაბილიტაცია;
⇒ შიდა გზებზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.
იყალთო
⇒ სოფელში არსებული ჭაბურღილის რეზერვუარების მოწყობა;
⇒ შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.