საკრებულომ რიგგარშე სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

19 თებერვალი, 2020

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, რომლის მოტივია მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის არსებული ნაშთის ნაწილის ასახვა.

ცვლილებები ძირითადად ეხება 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის მიზნით თანხის მობილიზებას, რათა მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტები დროულად შეიძინოს. ცვლილების შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმნეტი 38 528 350 ლარით განისაზღვრება.

ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით:

  • 90 000 ლარი გამოიყო სოფლებში - შალაურში, რუისპირში, იყალთოში, ლალისყურში, გულგულაში, ბუშეტსა და ვარდისუბანში არსებული ჭაბურღილების რეაბილიტაციის, ახალი ჭაბურღილების მოწყობისა და წყლის შემკრები რეზერვუარის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და სოფლებში ქვემო ხოდაშენში, გულგულასა და ვარდისუბანში სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის მომსახურების შესყიდვისთვის;

 

  • 75 000 ლარი გათვალისწინებულია ქალაქ თელავში ჭავჭავაძის მოედანზე და ერისთავი-ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაზე ახალი სანიაღვრე არხების მოწყობისთვის;

 

  • 30 658 ლარია განსაზღვრული ქალაქ თელავში ზუზუმბოს ქუჩაზე სკვერის მიმდებარედ ცარსებულ ხიდთან მისასვლელი ბილიკის მოწყობისთვის;

 

  • 50 000 ლარის დახარჯვა იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ოთხი ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ექსპერტიზის მომსახურების შესყიდვისთვის;

 

  • 139 927 ლარი დაიხარჯება სოფელ კურდღელაურის მიმდებარედ უსახელო ხევისა და აეროპორტ „მიმინოს ქვეშ“ არსებული გალერეის გაწმენდის სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურებისთვის;

 

  • 324 113 ლარი გამოიყო სოფლების ლაფანყურისა და კისისხევის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის მომსახურების შესყიდვისთვის, ასევე სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების და საზედამხედველო მომსახურებისთვის;

 

  • 20 000 ლარია განსაზღვრული სოფლებში - წინანდალში, შალაურში, კონდოლში, ვარდისუბანში, ქვემო ხოდაშენში, გულგულსა და თეთრიწყლებში არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტ-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ექსპერტიზის მომსახურების შესყიდვისათვის;

 

  • შპს „ვილა იყალთო ჰორეკასათვის“ მისასვლელი გზისა და მასთან ერთად გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის თანადაფინანსებისთვის გამოიყო 3 414 ლარი , 200 ათასი ლარი კი განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ექსპერტიზის მომსახურების შესყიდვისთვის;

 

  •  საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებისთვის განისაზღვროს 114 766 ლარი.

 

      

      

     

 

გააზიარე