თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა მოქალაქეთა მომსახურების საერთო სივრცე და შენობის ყველა სართულის დერეფნები.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში დეზინფექციის ჩატარების გამო საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა 2 მარტიდან 16 მარტამდე.