საკრებულოს სოციალური კომისიის წევრებმა მედიკოსებს მადლიერების ტაში დაუკრეს
დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრები შეურთდნენ აქცია "მადლიერების ტაში საქართველოს მედიკოსებს".
მათ სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მიმართ მადლიერება აპლოდისმენტებით გამოხატეს.
"ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით ვაგრძელებთ მუშაობას და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. თელავის მუნიციპალიტეტის სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებთან თხოვნა მექნება, პატივისცემა გამოვხატოთ ექიმების მიმართ, რომლებიც ზრუნავენ ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და სიმბოლურად ტაში დავუკრათ ჩვენს ექიმებს", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილმა.