ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

17 ივნისი, 2020

2020 წლის 17 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია სხდომას ჩაატარებს.

კომისიის წევრები განიხილავენ ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმის და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულების პროექტებს. 

კომისიის სხდომა 14 საათზეა დაგეგმილი. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

 

გააზიარე