საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა

24 ივნისი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიები გაერთიანებულ სხდომას ჩაატარებენ.

კომისიების წევრები განხილავენ ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე და  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ საკრებულოს განკარგულებების პროექტებს.

სხდომაზე ასევე იმსჯელებენ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზეც. სხდომა 12 საათზე ჩაინიშნა.  

გააზიარე