ალაზნის გამზირზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ თელავში ალაზნის გამზირზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ტროტუარები მოეწყო ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩებზეც.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „გზამშენი 2005“ ასრულებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 000 ლარით ფინანსდება.