ლალისყურში, ფშაველსა და ლეჩურში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

15 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლალისყირში, ფშაველას და ლეჩურში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

 შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ლალისყურში პრიორიტეტულ საკითხებად სარწყავი და სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა, სავარგულებთან მისასვლელი გზის მოწესრიგება და სოფლის შესასვლელში მოსაცდელის მოწყობა დასახელდა.

 ფშაველში პრიორიტეტულ საკითხებად მოსახლეობამ გარე განათების ქსელის მოწყობა, დაზიანებული სანიაღვრე არხის აღდგენა, ასევე ახალი არხის მოწყობა დაასახელა.

ლეჩურში პრიორიტეტულ საკითხებად სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა დაასახელეს.

გააზიარე