შოთა ნარეკლიშვილმა საქართველო-ლიეტუვის მეგობრობის მემორიალი ყვავილებით შეამკო
ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მოადგილესთან ფიქრია ყუშიტაშვილთან და კულტურის სამსახურის უფროსთან მაია დათუნაშვილთან ერთად საქართველო-ლიეტუვის მეგობრობის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, თელავს ლიეტუვასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
,,თელავს ლიეტუვის ორ ქალაქთან ანიკშჩიაისა და კიდანიაისთან მეგობრული ურთიერთობები უკვე რამდენიმე წელია აკავშირებს. ჩვენს ქალაქში საქართველო-ლიეტუვის მეგობრობის სკვერიც გავხსენით, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები გვაქვს ლიეტუველ ხალხთან. დღეს ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავს და ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს ამ მნიშვნელოვან თარიღს.,, - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა.