სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა
2021 წლის 4 ივნისს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. კომისია იმსჯელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების, სპორტული კლუბების წევრებისა და მათი მწვრთნელების ფინანსურად წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების პროექტზე.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.