სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა
2021 წლის 22 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა ჩატარდება.
კომისია თელავი-გომბორი-ვაზიანის ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროექტების სახეობების განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს. სხდომა 12 საათზე ჩაინიშნა.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.