საკრებულო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილების დამტკიცებაზე იმსჯელებს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. საკრებულო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილების შეტანაზე იმსჯელებს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებს „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამით“ სარგებლობის საშუალებას აძლევს.
წარმომადგენლობითი ორგანო 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტსაც განიხილავს. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ერთ-ერთი ცვლილების შეტანის მიზეზი ქალაქ თელავში, ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობისა და საზედამხედველო მომსახურების ანაზღაურებისათვის ბიუჯეტიდან 160 000 ლარის გამოყოფაა.
ნორმატიულ აქტში შესატანი ცვლილებები ძირითადად უკავშირდება სხვადსხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის, ასევე სპორტულ-ახალგაზრდული, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამების წლის ბოლომდე შეუფერხებლად ფუქნციონირებისთვის თანხის მობილიზებას.
საკრებულო დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 9 საკითხს განიხილავს. წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომა 30 ივლისს, 12 საათზე ჩაინიშნა.