საკრებულო მორიგ სხდომაზე 10 საკითხს განიხლავს

17 სექტემბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულო იმსჯელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

წარმომადგენლობითი ორგანო ასევე განიხილავს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „მშობელთა მხარდამჭერი ცენტრისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტს.

საკრებულო წევრები მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებაც იმსჯელებენ.

წარმომადგენლობითი ორგანო მორიგ სხდომაზე, რომელიც 11 საათზე ჩაინიშნა, დღის წესრიგთ გათვალისწინებულ კიდევ 7 საკითხს განიხილავს.

 

გააზიარე