ყაზახი და უზბეკი ახალგაზრდები თელავს ეწვივნენ

16 დეკემბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ყაზახეთის და უზბეკეთიდან 15 ახალგაზრდისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. სტუმრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეე ფიქრია ყუშიტაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მაია დათუნაშვილი შეხვდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი თამარ მეგუთნიშვილი, რომელმაც ცენტრის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

მხარეებმა ახალგაზრდული მიმართულებით თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ახალგაზრდების სასწავლო ვიზიტი ცენტრალური აზიის ევროპის ფონდის ორგანიზებითა და USAID-ის ხელშეწყობით, "სოციალური ინოვაციები ცენტრალურ აზიაში" პროექტის ფარგლებში შედგა.

აღნიშნული სასწავლო ვიზიტის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში გამოცდილების გაზიარება ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: სოციალური მეწარმეობა, ლიდერობა, მედია პროექტები, მოხალისეობა, გენდერული თანასწორობა, ინკლუზია, გარემოს დაცვა, ინოვაციური ჰაბები და ახალგაზრდული პოლიტიკის მართვა.

 

გააზიარე