ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

13 იანვარი, 2022

2022 წლის 20 იანვარს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს.

კომისია განიხილავს საკრებულოს განკარგულების ორ პროექტს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შ.პ.ს. „საფეხბურთო კლუბი თელავისთვის“ და ასევე ნუნუ სუმბაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის  უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.  

სხდომა 11 საათზე ჩაინიშნა. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე