კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამის ფარგლებში რუისპირში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის თებერვლის თვეში.
კამპანიის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ რუისპირის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ადგილზე მობილიზებული იყო ამცრელი ბრიგადაც. აცრის სურვილი რამდენიმე ადგილობრივმა გამოთქვა.
წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის ზევით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.