სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი კურდღელაურის, ვარდისუბნის, გულგულის, რუისპირის ,ახატელის, ყარაჯალას, იყალთოს, თეთრიწყლების, ნადიკვრის, სეროდანის, პანტიანის, კობაძის, ნაფარეულისა და ლაფანყურის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას პრიორიტეტებად განისაზღვრა:
კურდღელაური - ტრენაჟორებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.
ვარდისუბანი - ამბულატორიის ოთახების რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა.
გულგულა - ამბულატორიის ოთახების რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა.
რუისპირი - გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.
ახატელი - გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.
ყარაჯალა - გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.
იყალთო - გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, სასმელი წყლის ჭაბურღილთან არსებული რეზერვუარის მოწყობა, სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა.
თეთრიწყლები - საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვა.
პანტიანი - სეროდანი - სოფლებისკენ მიმავალი გზის მოწესრიგება.
კობაძე - სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია.
ნადიკვარი - სალებელისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია.
ნაფარეული - არსებული სატრენაჟორე დარბაზის რეაბილიტაცია და მოწყობა, გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, სკოლის მიმდებარედ არსებული დაზიანებული გალავნის აღდგენა.
ლაფანყური - არსებული სატრენაჟორე დარბაზის რეაბილიტაცია და მოწყობა.