“აწარმოე საქართველოში” ბიზნესიდეების მიღებას იწყებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად

17 April, 2022

“აწარმოე საქართველოში” ბიზნესიდეების მიღებას იწყებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად.

პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები დაესწრნენ.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნესიდეების მიღება დაიწყება 21 მარტს და გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის გვერდს.

  

გააზიარე