ც ნ ო ბ ა
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიზნით წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილების პროექტს 2022 წლის 20 აპრილამდე განიხილავენ. ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად 2022 წლის 01 მაისამდე წარედგინება.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722; ელ. ფოსტა: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ოფიციალური ვებ-გვერდი: www.telavi.gov.ge).