აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა

8 აგვისტო, 2021

აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ასევე, თელავის მუნიციპალოტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა, სოფელ ნაფარეულში, 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი მებრძოლის ზურა ბალაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გმირი ჯარისკაცის ხსოვნას.

 

გააზიარე