თელავში მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა ლევან ანდრიაშვილთან ერთად მოინახულეს
თელავში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ( PIRDP ) ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა მოინახულეს.
მინისტრის მოადგილეებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე ურნაბული განახლების მიზნით მიმდინარე პროექტები,
მათ შორის ,,მშვიდობის პარკის,, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის რეკრეაციული ზონისა და უნივერსიტეტის მიმდებარედ მრავალფუნქციური სპორტულ-გასართობი სივრცის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ თელავში დაფინანსებულია14 პროექტი, რომლის ჯამური ღირებილება 28 მლნ ლარზე მეტია.