კულტურის კომისიამ კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-ახალგაზრდულ პროგრამებში ცვლილებების პროექტები განიხილა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე სპორტულ-ახალგაზრდულ და კულტურულ-საგანმანათლებლო მუნიციპალურ პროგრამებში ცვლილებების პროექტები განიხილეს.
პროექტები სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტებისა და ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა/განხორციელების დაფინანსებისა და თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულთა წასახალისებლად ფულადი ჯილდოს გადაცემის მიზნით საჭიროა თანხის მობილიზებას ითვალისწინებს.
კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ ორივე პროგრამის ცვლილებების პროექტები უცვლელი სახით წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.