თელავისა და ბირგუს მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

9 ნოემბერი, 2022

თელავისა და ბირგუს მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და ბირგუს მერმა ჯონ ბოქსალმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ბირგუსა (მალტა) და თელავის (საქართველო) მუნიციპალიტეტებს შორის კულტურის, სოციალური პოლიტიკის, სპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

 

 

გააზიარე