იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტი განიხილეს

16 დეკემბერი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ 2023 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტი განიხილა. კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 35 მილიონ 910 ათას ლარით განისაზღვრება და 2021 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტს 7 მილიონ ლარზე მეტით აღემატება.

კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს სამართლებრივი აქტის პროექტზე, რომწლიც თელავის მუნიციპალიტეტში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, 2023 წელს თელავის მუნიციპალიტეტში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა რჩება უცვლელი და განისაზღვრება 22.5%-ით.

კომისიის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, რომ აღნიშნული პროექტი წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

გააზიარე