ნიკოლოზ მეტრეველი აკურაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

5 April, 2023

დასრულების ეტაპზეა სოფელ აკურაში შიდა საუბნო გზის (გომალას უბანი) სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი ადგილზე გაეცნო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი იგება 400 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე.

ბიუჯეტი: 214 950 ლარი. შემსრულებელი კომპანია: შპს ,,იმედი დიდუბე".

 

 

 

 

 

 

გააზიარე