ლევან ანდრიაშვილმა და მზია გიორგობიანმა თელავში, ახლად რეაბილიტირებული სკვერი გახსნეს

19 April, 2023

თელავში, ჩოხელის და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან ერთად გახსნა.

ახლად რეაბილიტირებული სკვერი აერთიანებს სხვადასხვა სახის სივრცეებს. კერძოდ, ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი, ბავშვთა გასართობი და სავარჯიშო სივრცეები, ასევე სველი წერტილი.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ საფეხმავლო ხიდებს, მოეწყო დამცავი მოაჯირი.

პარკი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი სრული ღირებულება 3 356 691 ლარს შეადგენს.

 

გააზიარე