ლევან ანდრიაშვილმა ფშაველში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

19 May, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად ფშაველში, ე.წ. ,,ბანაკის უბნის,, სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ასფალტის ახალი საფარი 640 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგო, მოეწყო სანიაღვრე არხები, მოასფალტდა ეზოებში შესასვლელები.

სამუშაობზე, რომელსაც შპს ,,იმედი დიდუბე,, ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 420 673 ლარი იხარჯება.

 

გააზიარე